აშშ-ი ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის რამდენიმე მოქალაქეს აკრძალვებს დაუწესებს
ამერიკის შეერთებული შტატები ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის რამდენიმე მოქალაქის წინააღმდეგ გარკვეულ აკრძალვებს დააწესებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, აკრძალვებში საუდის არაბეთის რამდენიმე მოქალაქისთვის აშშ-ის ვიზის გაუქმება და ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრის დროს მაიკ მპომეომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მსგავს უმოწყალო მოქმედებებს ვერ აიტანს. მისივე თქმით, აღნიშნული ზომები ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო ქმედება არ იქნება. აკრძალვები საუდის არაბეთის 21 მოქალაქეს შეეხება.
Wasgington Post-ის ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს, სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში სტუმრობის შემდეგ გაუჩინარდა. 19 ოქტომბერს საუდის არაბეთმა ჟურნალისტის მკვლელობა აღიარა. ერ-რიადში განაცხადეს, რომ ჟურნალისტი საკონსულოში მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა.