აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის საქმეში FBI-ს ქმედებებს შეისწავლის
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ქმედებებს შეისწავლის. ამის შესახებ იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა.
როგორც სარა ფლორესმა აღნიშნა, აუცილებელია გაირკვეს, არის თუ არა ფედერალური ბიუროს გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებული.
მანამდე იმავე თხოვნით იუსტიციის დეპარტამენტს დონალდ ტრამპმა მიმართა.
მაისის დასაწყისში სენატის დაზვერვის კომიტეტმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით შედგენილი ანგარიში გამოაქვეყნა. მიუხედავად ბრალდებისა, ოფიციალური მოსკოვი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას კატეგორიულად უარყოფს. დონალდ ტრამპი კი მოსკოვთან შეთქმულების ბრალდებას „ალქაჯებზე ნადირობას“ უწოდებს.