აშშ-ი ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს
აშშ-ი ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატები გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის საკითხზე საგანგებო შეხვედრის გამართვას თხოვს. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციაში აშშ-ის მისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

„უშიშროების საბჭომ აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება. ეს არის უდანაშაულო ადამიანების მიმართ გამოვლენილი ძალადობა. პალესტინას აუცილებლად უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მისიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ დღევანდელი თავდასხმა 2014 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 20-ზე მეტი ჭურვი ისროლეს. იერიში ქვეყნის სამხრეთ ნაწილის მიმართულებით განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ რაკეტების უმრავლესობის განეიტრალება შეძლო.

თავდასხმიდან მალევე ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ პოზიციებზე იერიში მიიტანა.

დაბომბვის დროს სამხედრო ცენტრები, იარაღის საწყობები, სამხედრო-საზღვაო ობიექტები და საიდუმლო გვირაბი განადგურდა.