აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მიერ ვიქტორ ორბანის თურქეთის ლიდერად მოხსენიების შემდეგ, უნგრეთის პრემიერმა ტრამპის სახელით საჩუქრად ქუდი მიიღო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საჩუქრად დონალდ ტრამპის სახელით ქუდი მიიღო. სოციალურ ქსელში ვიქტორ ორბანი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.
„ნახეთ, რა მოვიდა დღეს ფოსტით! მადლობა მხარდაჭერისთვის, დონალდ ტრამპ“, – წერს უნგრეთის პრემიერი.
აღსანიშნავია, რომ ქუდი საჩუქრად ვიქტორ ორბანმა მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას მას შეცდომით თურქეთის ლიდერი უწოდა.
„არის ერთი კაცი, ვიქტორ ორბანი, ვინმეს გსმენიათ მის შესახებ? ის ალბათ ერთ-ერთი უძლიერესი ლიდერია მსოფლიოში. ის თურქეთის ლიდერია“, – განაცხადა ორშაბათს ნიუ-ჰემფშირში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა.