აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რომელიც პირბადის გამოუყენებლობის გამო ტრამპს ხშირად აკრიტიკებს, სილამაზის სალონში ნიღბის გარეშე დააფიქსირეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რომელიც ტრამპს ხშირად იმის გამო აკრიტიკებს, რომ პრეზიდენტი პირბადეს არ ატარებს, სილამაზის სალონში დამცავი ნიღბის გარეშე დააფიქსირეს.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. დემოკრატი ნენსი პელოსი პირბადის გარეშე სან ფრანცისკოს ერთ-ერთ სალონში შენიშნეს. შესაბამისი კადრები კი „ფოქს ნიუსმა“ გაავრცელა.
კადრებში ჩანს, რომ პოლიტიკოსს პირბადე ნიკაპზე აქვს ჩამოწეული. სან ფრანცისკოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით თმის სალონების ფუნქციონირება საერთოდ აკრძალულია.
დემოკრატიულ პარტიაში განმარტეს, რომ წარმომადგენლეთა პალატის სპიკერმა ვერ გააცნობიერა, რომ ვირუსის გავრცლების პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს არღვევდა.
„სილამაზის სალონში პოლიტიკოსს უთხრეს, რომ მათ მუშაობის ნებართვა აქვთ და მხოლოდ ერთ კლინეტს მოემსახურებიან“, – განაცხადეს პარტიაში.
თუმცა, როგორც „ფოქს ნიუსთან“ საუბარში სალონის მეპატრონემ განაცხადა, დემოკრატი პოლიტიკოსის თანაშემწემ თავად დარეკა სალონში და მომსახურების გაწევა მოითხოვა.
„ეს იყო სახეში სილის გაწვნა, მას ჰგონია, რომ შეუძლია სალონში მისვლა და სხვა დანარჩენებს არა, სხვებს მუშაობაც კი აკრძალული აქვთ“, – განაცხადა სალონის მეპატრონემ.
სალონში უაკნონო ვიზიტის გამო, ნენსი პელოსი გააკრიტიკეს რესპუბლიკებმაც. „სპიკერი პელოსი ითხოვს, რომ აშშ-ის ეკონომიკა და მცირე ბიზნესი დახურული იყოს, მაგრამ თვითონ სალონში მისვლა მაშინ შეუძლია, როდესაც მოისურვებს“, – განაცხადეს რესპუბლიკურ პარტიაში.
სან ფრანცისკოში მარტში პანდემიის დაწყების შემდეგ 5 000-ზე მეტი ბიზნესი დაიხურა.