აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი აცხადებს, რომ საზღვრის დაცვის შესახებ კანონპროექტს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასაც მოიცავს, კონგრესის ქვედა პალატის კენჭისყრაზე არ გაიტანს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი აცხადებს, რომ საზღვრის დაცვის შესახებ სენატში წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასაც მოიცავს, კონგრესის ქვედა პალატის კენჭისყრაზე არ გაიტანს.
„ეს კანონი კიდევ უფრო ცუდია, ვიდრე მოლოდინი არსებობდა, და ვერც კი აახლოებს საზღვარზე არსებული კატასტროფის დასასრულს, რომელიც პრეზიდენტმა შექმნა“, – განაცხადა მაიკ ჯონსონმა.
მისივე თქმით, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამდე თუ მიაღწევს, ის კენჭისყრამდე „დაიმარხება“.
თებერვალს სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის საზღვრის დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების გარდა, მოიცავს უკრაინისა და ისრაელის დახმარებისთვის თანხების გამოყოფას. საუბარია ჯამში 118 მილიარდ დოლარის გამოყოფაზე, საიდანაც 20 მილიარდი აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების დასაცავად იქნება მიმართული, 60 მილიარდი უკრაინის მხარდასაჭერად, 14,1 მილიარდრი ისრაელის დასახმარებლად, 2,4 მილიარდი გათვალისწინებულია წითელ ზღვაში კონფლიქტისთვის და 4,8 მილიარდრი ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონში აშშ-ის პარტნიორების მხარდაჭერისთვის.