აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპი მას არ დაკავშირებია
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპი მას არ დაკავშირებია.
ამასთან, ჯეფრისმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, სტივენ მილერი თავისი აპარატის ხელმძღვანელად დაენიშნა.
„ჩვენ ძალიან მკაცრად დავუპირისპირდებით ექსტრემიზმს. ამერიკელი ხალხის წყალობით, პალატაშიც და სენატშიც „დამცავი კედელი“ გვაქვს“, – აღნიშნა ჯეფრისმა.
ამავე ინტერვიუში მიჩიგანიდან არჩეულმა სენატორმა აბდულ ელ-საიდმა აღნიშნა, რომ მზადაა, დონალდ ტრამპს შეხვდეს, თუმცა, მისივე თქმით, მოწვევა ჯერ არ მიუღია.
ელ-საიდმა არ უპასუხა კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს ჩაკ შუმერს სენატის უმრავლესობის ლიდერის პოსტზე.
„მინდა, დავუჭირო მხარი იმას, ვინც პირველივე დღიდან მზად იქნება მოქმედებისთვის. შესაძლოა, უპრეცედენტო, 56-ადგილიანი უმრავლესობა გვქონდეს“, – აღნიშნა ელ-საიდმა.