აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ რეზოლუცია მიიღო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 426 ხმით, სამის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინის მხარდაჭერის შესახებ. სამმა რესპუბლიკელმა წევრმა, ტომ მასიმ კენტუკიდან, პოლ გოსარმა არიზონიდან და მეთ როზენდეილმა მონტანადან ხმა წინააღმდეგ მისცეს.
რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში დაბადებული კონგრესმენის, ვიქტორია სპარცის თანასპონსორობით იქნა კენჭისყრაზე გატანილი, „ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ძალების სრულ გასვლას მოითხოვს“ და „მხარს უჭერს, ცალსახად უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს” და ითხოვს დახმარების გაგზსვნას უკრაინისთვის.
17-პუნქტიანი რეზოლუცია ასევე შეიცავს გაფრთხილებას პრეზიდენტ პუტინის მიმართ, რომ აშშ „არასდროს აღიარებს ან მხარს დაუჭერს რუსეთის მიერ კონტროლირებულ უკანონო ლიდერს, ან ძალისმიერი გზით მოყვანილ ხელისუფლებას“.