აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ე.წ. შათდაუნის თავიდან ასარიდებლად, 1.2 ტრილიონი დოლარის ოდენობით ბიუჯეტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ე.წ. შათდაუნის თავიდან ასარიდებლად 1.2 ტრილიონი დოლარის ოდენობით ბიუჯეტი დაამტკიცა.
აღნიშნული ბიუჯეტის 70 პროცენტი თავდაცვის სფეროსთვის არის განკუთვნილი. დოკუმენტს 286-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 134 კი წინააღმდეგი იყო.
ახლა კანონპროექტი დასამტკიცებლად სენატს გადაეგზავნება, რომელმაც კენჭისყრა შუაღამემდე უნდა მოასწროს, სწორედ ამ დროს იწურება აქამდე არსებული დაფინანსების ვადა.