აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „დემოკრატების“ მიერ ინიცირებული პოლიციის რეფორმა დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „დემოკრატების“ მიერ ინიცირებული პოლიციის რეფორმა დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „დემოკრატების“ მიერ ინიცირებული პოლიციის რეფორმა დაამტკიცა.

„დემოკრატების“ მიერ კონტროლირებად კონგრესის ქვედა პალატაში პროექტს 263-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 181 წინააღმდეგი იყო.

პროექტის მიხედვით, პოლიციას უნდა აეკრძალოს წინასწარი ნებართვის გარეშე რეიდების ჩატარება, რასაც პოლიცია ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ხშირად მიმართავს. ასევე პოლიციისთვის სამხედრო შეიარაღების გადაცემა შეიზღუდება.

კანონპროექტი ჯორჯ ფლოიდის სახელს ატარებს, რომელიც 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა.

მომხდარს აშშ-ში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. თუმცა, დემოკრატების პროექტის კანონად გადაქცევის შესაძლებლობა მცირეა, რადგან „რესპუბლიკელები“ ინიციატივას მხარს არ უჭერენ და პოლიციის რეფორმის საკუთარი პროექტის მიღებას აპირებენ. როგორც რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტები აცხადებენ, არც „დემოკრატებისა“ და არც „რესპუბლიკელების“ პროექტი არ ითვალისწინებს პოლიციისთვის დაფინანსების შემცირებას და ამ თანხის სოციალურ პროექტებში გადამისამართებას.