აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფედერალური მთავრობის დაფინანსებას მარტის დასაწყისამდე და თავიდან აიცილებს მთავრობის მუშაობის შეჩერებას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფედერალური მთავრობის დაფინანსებას მარტის დასაწყისამდე და თავიდან აიცილებს მთავრობის მუშაობის შეჩერებას, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
კანონპროექტს 314-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 108 კონგრესმენი, მათ შორის 106 რესპუბლიკელი. საბოლოოდ, დასამტკიცებლად კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გაეგზავნა.
პარალელურად, ამერიკელ კანონმდებლებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები თეთრი სახლის მოთხოვნის დამტკიცების შესახებ დამატებით დაფინანსებაზე, რომელიც მოიცავს უკრაინის დახმარებას. დაფინანსების შესახებ მოთხოვნა შეჩერებულია ოქტომბრიდან რესპუბლიკელთა პოზიციის გამო. ისინი აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებას ითხოვენ.