აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს.

„ეს ლოგიკური მომდევნო ნაბიჯი ჩვენს კომიტეტებს სრულ ძალაუფლებას მისცემს, რათა სრულად შეკრიბონ ფაქტები და პასუხები გასცენ ამერიკელ ხალხს“, – განაცხადა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ.

კევინ მაკარტის თქმით, იქნება კენჭისყრა. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, პრეზიდენტის ოჯახის ბიზნეს გარიგებებს უკავშირდება.