აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა გაიკეთა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო დამატებითი (მესამე) დოზა ვაქცინა გაიკეთა.
„დღეს მივიღე ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა. მინდა, მოვუწოდო ყველას, გააკეთონ იგივე, თუ მათ აქვთ ამის უფლება. ვაქცინები უფასოა, ისინი უსაფრთხოა და თქვენს სიცოცხლეს გადაარჩენს“, – დაწერა ჰარისმა „ტვიტერზე“.
ჰარისმა „მოდერნას“ წარმოების ვაქცინის პირველი დოზა 2020 წლის დეკემბერში, ხოლო მეორე დოზა მიმდინარე წლის იანვარში გაიკეთა.