აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შეზღუდა ქვეყნის მთავრობის უფლებამოსილება ემისიების შემცირებასთან დაკავშირებით
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შეზღუდა ქვეყნის მთავრობის უფლებამოსილება ემისიების შემცირებასთან დაკავშირებით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ დაკარგა სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად გარკვეული ძალაუფლება. დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს საეტაპო გადაწყვეტილება წარმოადგენს მთავარ ჩავარდნას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კლიმატის გეგმებში.
აშშ-ში გარემოსდაცვითი კამპანიის წარმომადგენლები დადგენილებას შეშფოთებით გამოეხმაურნენ და „სასამართლოს გადამეტება“ უწოდეს. 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ, სასამართლომ მხარი დაუჭირა კონსერვატიულ შტატებს და წიაღისეული საწვავის კომპანიებს.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გარემოს დაცვის სააგენტოს სრულად არ აუკრძალა მომავალში ამ რეგულაციების შემუშავება – მაგრამ აღნიშნა, რომ კონგრესმა მკაფიოდ უნდა თქვას, რომ უფლებას აძლევს ამ უფლებამოსილებას.
„გარემოსდაცვითი ჯგუფები ღრმად შეშფოთებულნი იქნებიან შედეგით, რადგან 19 შტატმა მცირე პროგრესს მიაღწია მათი ემისიების შემცირებაში – რაც აუცილებელია კლიმატის ცვლილების შეზღუდვისთვის. ამ შტატებმა იყო აშშ-ის ემისიების 44 პროცენტი 2018 წელს და 2000 წლიდან მათ მიაღწიეს საშუალოდ მხოლოდ 7 პროცენტით შემცირებას. ეს მნიშვნელოვანი დანაკარგია აშშ-ის პრეზიდენტისთვის, რომელიც თანამდებობაზე დაპირებით მოვიდა, რომ გააძლიერებდა აშშ-ის ძალისხმევა გარემოსა და კლიმატის საკითხებში. ბაიდენმა აიღო ვალდებულება, რომ ქვეყანა 2030 წლისთვის 2005 წლის მაჩვენებელთან შედარებით სათბურის გაზების ემისიებს 52 პროცენტით შეამცირებს“, – აღნიშნულია „ბიბისის“ სტატიაში.