აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის იმუნიტეტის საკითხზე განხილვის დაჩქარების შესახებ სპეციალური პროკურორის მოთხოვნა უარყო
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარყო დონალდ ტრამპის საქმის სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის მოთხოვნა, დაეჩქარებინათ არგუმენტაციის წარდგენა იმის თაობაზე, აქვს თუ არა დონალდ ტრამპს იმუნიტეტი ფედერალური დევნისგან იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მან სავარაუდოდ ჩაიდინა პრეზიდენტობის დროს. სპეცპროკურორმა ჯეკ სმიტმა შესაბამისი მოთხოვნა უზენაეს სასამართლოში 12 დეკემბერს შეიტანა.
საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების სავარაუდო მცდელობას. აღნიშნულთან დაკავშირებით ტრამპს მიმდინარე წლის დასაწყისში ბრალი არჩევნების დივერსიის ბრალდებით წაუყენეს.
სასამართლომ გადაწყვეტილება არ განმარტა.
როგორც დონალდ ტრამპის ადვოკატები აღნიშნავენ, აღნიშნული საქმის განხილვა სიფრთხილეს მოითხოვს და არა აჩქარებას.
მედიის ცნობით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ გააჭიანურებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესს.