აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დემოკრატებს დონალდ ტრამპის ფინანსურ ჩანაწერებზე წვდომის უფლება არ მიანიჭა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დემოკრატებს ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფინანსურ ჩანაწერებზე წვდომის უფლებამოსილება არ მიანიჭა, თუმცა ამ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება ნიუ იორკის პროკურატურას დაუტოვა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, უზენაესი სასამართლო აღიარებს, რომ დემოკრატიული პარტიის მიერ წამოყენებული ეს მოთხოვნა მნიშვნელოვანია, თუმცა პრეზიდენტის პირად ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომის მინიჭების გასამართლებლად დემოკრატებს საკმარისი მტკიცებულებები არ აქვთ.
„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კონგრესის ინტერესი ამ ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ინტერესებს საკმარისად ძლიერი საფუძველი არ აქვს, რათა პრეზიდენტის პერსონალურ დოკუმენტაციაზე წვდომის უფლება გავცეთ, რადგან კონგრესს საჭირო ინფორმაციის მოძიება სხვა გზებითაც შეუძლია“,- განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ დემოკრატების მიერ პრეზიდენტის მიმართულების წაყენებული მოთხოვნები ყოველთვის ფრთხილად უნდა იქნეს განხილული, რადგან მათ შეიძლება მიღებული გადაწყვეტილებები ინსიტუტუციონალური ცვლილებებისთვის გამოიყენონ.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდგომ მართლმსაჯულების სასამართლო გადახედავს.