აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისურის შტატის შუამდგომლობა, გაუქმებულიყო დონალდ ტრამპის განაჩენი, რომელიც პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს უკავშირდება
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისურის შტატის შუამდგომლობა, გაუქმებულიყო დონალდ ტრამპის განაჩენი, რომელიც პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდას უკავშირდება.
მისურის შტატი სარჩელში ამტკიცებდა, რომ ტრამპის წინააღმდეგ საქმე არღვევს ამომრჩეველთა უფლებას აშშ-ის კონსტიტუციით, რომ მათ „მოისმინონ და ხმა მისცენ საპრეზიდენტო კანდიდატს“.
სარჩელი მისურის გენერალურმა პროკურორმა ნიუ-იორკის შტატის წინააღმდეგ 3 ივლისს შეიტანა. Შტატებს შორის სამართალწარმოება უშუალოდ უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. დონალდ ტრამპს 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს ედავებოდნენ, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, გამოძიების მტკიცებით კი, ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს.
თავად დონალდ ტრამპი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.