აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპი „დაკას“ პროგრამას დაუყოვნებლივ ვერ გააუქმებს
ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპი „დაკას“ პროგრამას დაუყოვნებლივ ვერ გააუქმებს.
ამის შესახებ საერთო განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა დღეს გამოაქვეყნეს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ „დაკას“ გასაუქმებლად უფრო ადეკვატური მიზეზი და დასაბუთება სჭირდებათ.
მათივე ცნობით, დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ამ ტიპის პროგრამის მართვა პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის, სასამართლოსთვის დამაკამყოფილებელი არ არის.
„დაკა“ ობამას ადმინისტრაციის დროს შემოღებული სამთავრობო პროგრამაა, რომელიც ამერიკაში მცირეწლოვან ასაკში ჩაყვანილ 700,000-მდე ემიგრანტს დეპორტაციისგან იცავს და მათ აშშ-ში მუშაობის უფლებას ანიჭებს.
მედიის ინფორმაციით, ტრამპი „დაკას“ შეწყვეტაზე უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს.
„ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, 2012 წელს შემოღებული პროგრამის გაუქმება აშშ-ის ლიდერის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რადგან „დაკა“ასობით ათასი ახალგაზრდა ემიგრანტისთვის მოქმედი ამნისტიაა, რაც, ტრამპის აზრით, არაკანონიერია.