აშშ-ის უსაფრთხოების უწყება - ირანის მხრიდან შესაძლოა, აშშ-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდეს
ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების უწყება განცხადებას ავრცელებს, რომ შესაძლოა, შეერთებულ შტატებზე ირანის მხრიდან კიბერთავდასხმა განხორციელდეს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანს საკმაოდ ძლიერი კიბერპროგრამა აქვს და თეირანი ცნობილია პოლიტიკურად მოტივირებული კიბერთავდასხმების განხორციელებით.
აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიაირეშის დროს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს.