აშშ-ის უსაფრთხოების ეროვნულმა დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით მომატებულ საფრთხესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა
აშშ-ის უსაფრთხოების ეროვნულმა დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით მომატებულ საფრთხესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, ქვეყანაში მომატებული საფრთხის გამო, შიდა ტერორიზმთან დაკავშირებული რეკომენდაციები გამოსცა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, არსებული ინფორმაცია მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგიერთ იდეოლოგიურად მოტივირებულ მოძალადე ექსტრემისტს, რომელიც ხელისუფლებისა და საპრეზიდენტო ძალაუფლების გადაცემის მოწინააღმდეგეა, შეუძლია, წაქეზებისა ან დანაშაულის ჩადენისთვის მობილიზაცია გააგრძელოს.

ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაძლოა, ადგილობრივი ექსტრემისტების მხრიდან ძალადობის გაძლიერებული საფრთხე იმ ადამიანების მხრიდან ემუქრებოდეს, რომლებიც დონალდ ტრამპის არჩევნებში დამარცხებით უკმაყოფილოები და აშშ-ის კაპიტოლიუმზე მომაკვდინებელი თავდასხმით წახალისებულები არიან.

ჯო ბაიდენის ინაუგურაციამ გასულ კვირას გაძლიერებული დაცვის პირობებში ჩაიარა, სადაც ეროვნული გვარდიის 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი იყო მობილიზებული. ოფიციალური პირების განცხადებით, დაახლოებით 5 000 ჯარისკაცი ვაშინგტონში თავისი მოვალეობის შესასრულებლად მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩება, მაშინ, როდესაც სენატში ტრამპის მეორე იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მოხდება.