აშშ-ის თავდაცვისა და საზღვაო ძალების ატაშეებმა კაპრალ რამაზ დავითაიას ხსოვნას პატივი მიაგეს
ამერიკის თავდაცვისა და საზღვაო ძალების ატაშეებმა კაპრალ რამაზ დავითაიას ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
კაპრალი რამაზ დავითაია ავღანეთში ნატო-ს აისაფის მისიაში მსახურებისას 2015 წელს გარდაიცვალა.
„როგორც ელჩმა ნორლანდმა კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების დღეს, 2015 წელს აღნიშნა, ის ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება. განსაკუთრებული სიმამაცით გამორჩეული კაპრალი დავითაია ISAF-ის მისიაში მსახურებისას მძიმედ დაშავდა. მისი გმირობა და სიმტკიცე ყველასათვის სამაგალითო იყო. ამერიკის თავდაცვისა და საზღვაო ძალების ატაშეებისთვის დიდი პატივი იყო გუშინ კაპრალ რამაზ დავითაიას საფლავის მონახულება და მისთვის, კიდევ ერთხელ, მხედრული სალმის მიცემა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.