აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დონალდ რამსფელდი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ყოფილი მინისტრი დონალდ რამსფელდი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოჯახზე დაყრდნობი ავრცელებს.
რამსფელდი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2001 წელს, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს დაინიშნა. ის ქვეყნის თავდაცვის უწყებას ერაყისა და ავღანეთის ომების დროს ხელმძღვანელობდა.
აბუგრეიბის სკანდალთან დაკავშირებით, რამსფელდმა 2004 წელს პრეზიდენტ ბუშს გადადგომის მოთხოვნით ორჯერ მიმართა, თუმცა ჯორჯ ბუშმა არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.