აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი ჯეიმს მეტისი მიმდინარე აქციების მიმართ ტრამპის მიდგომას აკრიტიკებს
აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი ჯეიმს მეტისი მიმდინარე აქციების მიმართ ტრამპის მიდგომას აკრიტიკებს

აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი ჯეიმს მეტისი მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ ტრამპის მიდგომას აკრიტიკებს. როგოც მეტისი აცხადებს, ტრამპის ქმედებები ამერიკელი ხალხის კიდევ უფრო დანაწევრებას ემსახურება.

ჯეიმს მეტისი ვაშინგტონში გავლენიანი საზღვაო გენერალია, რომელმაც თანამდებობა შეხედულებათა უთანხმოების გამო 2018 წელს დატოვა.

„დონალდ ტრამპი ჩემი ცხოვრების განმავლობაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც ამერიკელი ხალხის გაერთიანებას არ ცდილობს, ამის მაგივრად ის ცდილობს, რომ გაგვყოს. ჩვენ ახლა ამ სამწლიანი განზრახული ძალისხმევის შედეგების მოწმეები ვართ“,- განაცხადა მეტისმა

ყოფილი თავდაცვის მდივნის კრიტიკას აშშ-ის პრეზიდენტი „ტვიტერით“ გამოეხმაურა.

„ერთადერთ, რაც მე და ბარაკ ობამას გვაერთიანებს ის არის, რომ ჯეიმს მეტისი სამსახურიდან ორივემ გავათავისუფლეთ. ის გადაჭარბებულად დაფასებული გენერალია. მას სამსახურიდან გათავისუფლების წერილი მოვთხოვე და ეს კარგი შეგრძნება იყო. მისი მეტსახელი „ქაოსი“ იყო, რომელიც არ მომწონდა და მას „გიჟი ძაღლი“ დავარქვი. მასში არც მისი ლიდერობის სტილი და არც სხვა რამე მომწონდა. მიხარია, რომ ის წავიდა“, – წერს დონალდ ტრამპი.