აშშ-ის თავდაცვის მდივანმა თურქეთის პრეზიდენტის მუქარას უპასუხა. როგორც მარკ ესპერმა განაცხადა, თურქეთის ხელისუფლებასთან საუბარი აუცილებელია, რათა „დავრწმუნდეთ, თუ რამდენად სერიოზული იყო რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება, რომ ის თურქეთში მდებარე სამხედრო ბაზა ინჯირლიკის დახურვას აპირებს”.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ერდოღანის ამ განცხადებას მედიასაშუალებებით გაეცნო და ამ საკითხზე თურქეთის თავდაცვის მინისტრთან მოლაპარაკებებს გეგმავს.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტი, აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესების შემთხვევაში, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკული ბაზების დახურვით დაიმუქრა.