აშშ-ის თავდაცვის მდივანმა სამხრეთ კორეელ კოლეგას, სამხრეთ კორეაში ამერიკული ჯარების განთავსებისთვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა სამხრეთ კორეელ კოლეგას, სამხრეთ კორეაში ამერიკული ჯარების განთავსებისთვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა.
მარკ ესპერმა ჩჟონ კიონ-დუს ასევე ურჩია, რომ სეულმა იაპონიასთან დაზვერვის მონაცემების გაზიარების პაქტი შეინარჩუნოს.
სამხრეთ კორეის ხელისუფლება აშშ-ის მეორე რეგიონულ მოკავშირესთან აღნიშნული პაქტის გაუქმებას გეგმავს. მარკ ესპერის განცხადებით, აშშ და სამხრეთ კორეა ერთობლივ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით მოქნილად უნდა მოიქცნენ, რომ ხელი შეუწყონ ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის დასრულებისკენ მიმართულ დიპლომატიურ ძალისხმევას.
ვაშინგტონი და სეული მომავალი კვირისთვის შეთანხმების გაფორმებას ცდილობენ, რომ სამხრეთ კორეაში ბაზირებული 28 500 ამერიკელი ჯარისკაცის ყოფნის ერთი წლის ხარჯები დაიფაროს.
„სამხრეთ კორეა მდიდარი ქვეყანაა და შეუძლია და უნდა გადაიხადოს მეტი“ – აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.