აშშ-ის თავდაცვის მდივანი სამხრეთ კორეას მოუწოდებს, ამერიკელი სამხედროების დისლოცირების სანაცვლოდ მეტი გადაიხადოს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი სამხრეთ კორეას მოუწოდებს, ამერიკელი სამხედროების დისლოცირების სანაცვლოდ მეტი გადაიხადოს. ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან შეხვედრისას გააკეთა.
ესპერს თანხის მოცულობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა, მისი თქმით, წლის ბოლომდე აუცილებელია, ვაშინგტონმა და სეულმა ახალი შეთანხმება გააფორმონ, რომელიც სამხრეთ კორეას დაფინანსების გაზრდას დაავალდებულებს.
სამხრეთ კორეაში 28500 ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ამბობს, ვაშინგტონი კვლავ მზადაა, დაიცვას სამხრეთ კორეა.