აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 325 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გადასცემს
აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 325 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.
აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს HIMARS-ის საბრძოლო მასალებს, 155მმ და 105მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს.
გარდა ამისა, პაკეტში შედის ცხრა მილიონზე მეტი მცირეკალიბრიანი იარაღის საბრძოლო მასალა, პორტისა და ნავსადგურის უსაფრთხოების აღჭურვილობა და სათადარიგო ნაწილები, ასევე სხვა საველე აღჭურვილობა.