აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანა შენდება, რისთვისაც ირანი საჭირო აღჭურვილობას რეგულარულად აგზავნის
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანა შენდება, რისთვისაც ირანი საჭირო აღჭურვილობას რეგულარულად აგზავნის

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ მათ მედიას განუცხადეს.

მათივე განცხადებით, ქარხნის მშენებლობისთვის ირანი საჭირო აღჭურვილობას რეგულარულად აგზავნის.

ანალიტიკოსებმა მედიასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ქარხანა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს რუსეთ-უკრაინის ომზე, რადგან რუსეთის ფედერაციას უპილოტო საფრენი აპარატების იმაზე მეტი რაოდენობა ექნება, ვიდრე აქამდე მათი ირანიდან შესყიდვა შეეძლო.

აპრილში შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა სატელიტური გამოსახულება თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხნის ადგილმდებარეობის შესახებ, რომელიც რუსეთის „ალაბუგას“ სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში, მოსკოვიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 960 კილომეტრში მდებარეობს.

მედიის ცნობით, ქარხნის მშენებლობა, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება.