აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, არ არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს.
ამგვარად გამოეხმაურა პენტაგონი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს.
„ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ შეცვალოთ საკუთარი სტრატეგიული ბირთვული პოზიცია და არც იმის მინიშნებაა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. ჩვენ ვრჩებით ნატო-ს ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ერთგული“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.