აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი - აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს
აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს, – ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დახმარება NASAMS-სა და HIMARS-ის სისტემებისთვის საბრძოლო მასალების, ასევე საარტილერიო ჭურვებსა და დრონების საწინააღმდეგო საშუალებებს მოიცავს.
425 მილიონი დოლარიდან 125 მილიონის ღირებულების აღჭურვილობა – თავდაცვის დეპარტამენტიდან, 300 მილიონი კი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივიდან გამოიყოფა.
აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ აშშ-მა უკრაინას 44.2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო.