აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას სპეციალური ინსპექტორის ოფისი, რომელიც უკრაინის დახმარებისთვის გათვალისწინებული ფონდების აუდიტს ჩაატარებს
აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას სპეციალური ინსპექტორის ოფისი, რომელიც უკრაინის დახმარებისთვის გათვალისწინებული ფონდების აუდიტს ჩაატარებს

უკრაინის დახმარებისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური ინსპექტორის ოფისი, რომელიც ჩაატარებს უკრაინის სამხედრო და არასამხედრო დახმარებისთვის გათვალისწინებული ფონდების აუდიტს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული.

პროექტის მიხედვით, ინსპექტორის ოფისმა უნდა უზრუნველყოს ფონდების აუდიტი, გამოძიება და ზედამხედველობა.

ამასთან, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის კანონპროექტი, უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, 300 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

აშშ-ის სენატმა 2024 ფისკალური წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა. კენჭისყრისას თავდაცვის ბიუჯეტის გეგმას 87-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 13-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ეროვნული თავდაცვის შესახებ კანონპროექტი 886 მილიარდი დოლარის მოცულობისაა, რაც გასულ წელთან შედარებით 3%-ით მეტია.

პროექტი წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნება, რომელიც მას სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში უყრის კენჭს.