აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ „კოვიდ-19“-ის მკურნალობისთვის „ჰიდროქსიქლოროქინისა“ და „ქლოროქინის“ გამოყენების ნებართვა გააუქმა
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ „კოვიდ-19“-ის მკურნალობისთვის „ჰიდროქსიქლოროქინისა“ და „ქლოროქინის“ გამოყენების ნებართვა გააუქმა

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კოვიდ-19-ის მკურნალობისთვის საგანგებო შემთხვევებში „ჰიდროქსიქლოროქინისა“ და „ქლოროქინის“ გამოყენების ნებართვა გააუქმა. როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლობა აცხადებს, კვლევების განახლებული მონაცემები არ ამტკიცებს, რომ ეს მედიკამენტები „კოვიდ-19“-ის მკურნალობისთვის ეფექტურია.

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ დაასკვნა, რომ ახალი მონაცემების და თანდართულ მემორანდუმში განხილული სხვა ინფორმაციის საფუძველზე, „ჰიდროქსიქლოროქინის“ და „ქლოროქინის“ პერორალური ფორმით „კოვიდ-19“-ის მკურნალობისთვის მიღება აღარ არის მიზანშეწონილი.

„არ არის მიზანშეწონილი იმის მტკიცება, რომ ამ მედიკამენტების ცნობილი და პოტენციური დადებითი ეფექტი აჭარბებს მათ გამოყენებასთან ასოცირებულ რისკებს“,- განაცხადა აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მეცნიერმა, დენის ჰინტონმა.