აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ „მერკის“ წარმოების აბები დაამტკიცა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ „მერკის“ წარმოების აბები დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ „მერკის“ წარმოების აბები დაამტკიცა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პრეპარატი მოლნუპირავირი, რომელიც კომპანია „მერკისა” და Ridgeback Biotherapeutics-ის მიერ იწარმოება, განკუთვნილია ინფექციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობის სამკურნალოდ, რისკის ქვეშ მყოფ მოზრდილებში. კვლევებმა აჩვენა, რომ დაავადების ადრეულ ეტაპზე პრეპარატის გამოყენება 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას.

ადმინისტრაციის მედიკამენტების შეფასებისა და კვლევის ცენტრის დირექტორის, პატრიცია კავაცონის თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების ფონზე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვირუსთან საბრძოლველად თერაპიული არსენალის გაზრდას, გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაციის გამოყენებით.

გასულ დღეს აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ „ფაიზერის“ მიერ წარმოებული სამკურნალო აბები დაამტკიცა გადაუდებელი მოხმარებისთვის.