აშშ-ის შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყანაში მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე სამსახური 40 მილიონზე მეტმა პირმა დაკარგა
გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში უმუშევრობის შემწეობის მისაღებად კიდევ 2,1 მილიონი მოქალაქე დარეგისტრირდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, კორონავირუსის გამო მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე სამსახური სულ 40 მილიონზე მეტმა ამერიკელმა დაკარგა, რაც აშშ-ის სამუშაო ძალის დაახლოებით მეოთხედია.
გასულ თვეში აშშ-ში უმუშევრობის დონემ 15 პროცენტი შეადგინა, რაც „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
აშშ-ში კორონავირუსს 100 000 მეტი ადამიანი ემსხვერპლა. „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.