აშშ-ის შრომის დეპარტამენტი - კორონავირუსის პანდემიის გამო, 30 მილიონი ამერიკელი უმუშევარი დარჩა
კორონავირუსის პანდემიის გამო, 30 მილიონი ამერიკელი უმუშევარი დარჩა. მხოლოდ გასულ კვირას უმუშევრობის კომპენსაციის მისაღებად მთავრობას 3,84 მილიონმა მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია შრომის დეპარტამენტმა გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მარტამდე პერიოდში უმუშევრობის კომპენსაციის მისაღებად განაცხადს კვირაში მხოლოდ 100 000 ადამიანი ავსებდა. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებამდე სახელმწიფოსგან დახმარებას 1,7 მილიონი მოქალაქე იღებდა.
უმუშევრობის დონე აშშ-ში ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, აპრილში ამ მაჩვენებელმა 20%-ს მიაღწიოს.