აშშ-ის შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიება არასათანადოდ ჩატარდა
აშშ-ის შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი აცხადებს, რომ ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება არასათანადოდ ჩატარდა.
საქმე ეხება აშშ-ის პრეზიდენტის შვილის მიერ საკუთარი ბიზნესის წინ წასაწევად ოჯახური კავშირების არასათანდო გამოყენების გარშემო მიმდინარე გამოძიებას. როგორც აშშ-ის შემოსავლების სამსახურის თანაშრომლის ადვოკატი აცხადებს, მის კლიენტს აქვს ინფორმაცია, რომ ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება „პოლიტიკური მოსაზრებებით“ შეფერხდა.
იურისტის თქმით, ის მზადაა, კონგრესს ჩვენება მისცეს, თუმცა მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვასა და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.
თავის მხრივ, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ საგადასახადო სამსახურის თანამშრომელმა კანონი თავად დაარღვია, როდესაც მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია გაამხილა. თეთრ სახლში უარყვეს ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდნი თავისი შვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაში ჩაერია.