აშშ-ის შემდეგ, კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების განახლებას ევროკავშირიც ითხოვს
აშშ-ის შემდეგ, კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების განახლებას ევროკავშირიც ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააკეთა, რომელიც დიდი ბრიტანეთში დაგეგმილ დიდი შვიდეულის სამიტს ესწრება.
„ჩვენ გვესაჭიროება სრულად გამჭვირვალე გამოძიება, რათა გაკვეთილი ავითვისოთ. სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რათა ყველაფერს ნათელი მეოფინოს. მსოფლიოს აქვს უფლება იცოდეს რა მოხდა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
როგორც გავლენიანი გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება, დიდი შვიდეულის სამიტზე, რომელიც 11-13 ივნისს იმართება დიდი ბრიტანეთში, მსოფლიო ლიდერები მიიღებენ კომუნიკეს, რომელშიც მოითხოვენ, რომ „კოვიდ-19“-ის წარმოშობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატაროს.