აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცნობით, ვაშინგტონმა კიევს „ბრედლის“ ქვეითთა საბრძოლო მანქანების პირველი პარტია გაუგზავნა
აშშ-მა უკრაინას „ბრედლის“ ქვეითთა საბრძოლო მანქანების პირველი პარტია გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობა ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, „ბრედლის“ 60 ერთეული უკრაინისკენ სამხრეთ კაროლინის ჩრდილოეთ ჩარლსტონის სანაპიროდან გასულ კვირას გაემართა.
აშშ-ის შეირაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობის განცხადებით, გაგზავნილი საბრძოლო მანქანები უკრაინის ძალებს დამატებითი შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს რუსეთის უკანონო ინტერვენციისგან საკუთარი საზღვრების დასაცავად.