აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა ლიდერი მიტჩ მაკკონელი აცხადებს, რომ ნოემბერში თანამდებობიდან გადადგება
აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ნოემბერში თანამდებობიდან გადადგება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მაკკონელმა, რომელიც 20 წელია, სენატში რესპუბლიკელთა პარტიის ლიდერია, სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, რომ ახლა წინსვლის დროა.
მან ასევე ისაუბრა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის თავის ხანგრძლივ კარიერასა და აშშ-ის გლობალური ლიდერობის მნიშვნელობაზე.
„მე იმაზე მტკიცედ მჯერა, ვიდრე ოდესმე მჯეროდა, რომ ამერიკის გლობალური ლიდერობა აუცილებელია გორაკზე მბზინავი ქალაქის შესანარჩუნებლად, რომელზეც რონალდ რეიგანმა ისაუბრა“, – განაცხადა მაკკონელმა.