აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა ლიდერად ჯონ ტუნი აირჩიეს
აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა ლიდერად ჯონ ტუნი აირჩიეს

აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა ლიდერად ჯონ ტუნი აირჩიეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სამხრეთ დაკოტiს რესპუბლიკელი სენატორი ჯონ ტუნი მიტჩ მაკკონელის ადგილს დაიკავებს, რომელიც 20 წელია, სენატში რესპუბლიკელთა პარტიის ლიდერია.

მეორე დახურულ კენჭისყრაში ტუნმა დაამარცხა სენატორი ჯონ კორნინი. კენჭისყრის შედეგად ტუნმა მიიღო 29 ხმა, ხოლო კორნინმა – 24. პირველ საიდუმლო კენჭისყრაში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა უმრავლესობა, რის გამოც მეორე საიდუმლო კენჭისყრაში მხოლოდ ტუნი და კორნინი მონაწილეობდნენ.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ნოემბერში თანამდებობიდან გადადგება.