აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა.
პაკეტს მხარი დაუჭირა 70-მა სენატორმა, მათ შორის 22 რესპუბლიკელი იყო. კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.
„წლებია, შესაძლოა, ათწლეულებიც კი, სენატს არ მიუღია ასეთი კანონპროექტი, რომელიც ასე ძალიან ახდენს გავლენას არა მხოლოდ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვენი მოკავშირეებისა და დასავლეთის დემოკრატიაზე“, – განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.
კანონპროექტში გათვალისწინებულია 60 მილიარდი დოლარის გამოყოფა უკრაინისთვის, 14 მილიარდი დოლარით ისრაელის უსაფრთხოების დაფინანსება, ღაზის სექტორის, დასავლეთ სანაპიროს და უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის ცხრა მილიარდის გამოყოფა, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეების, კერძოდ, ტაივანის მხარდასაჭერად კი 4,8 მილიარდის გამოყოფა.