აშშ-ის სენატმა ისრაელისა და უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატმა ისრაელისა და უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის განხილვას ხმა მისცა 64 სენატორმა, მათ შორის, 14-მა რესპუბლიკელმა.
საუბარია 95.3 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტზე, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსებას ითვალისწინებს.
კანონპროექტში გათვალისწინებულია 60 მილიარდი დოლარის გამოყოფა უკრაინისთვის, 14 მილიარდი დოლარით ისრაელის უსაფრთხოების დაფინანსება, ღაზის სექტორის, დასავლეთ სანაპიროს და უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის ცხრა მილიარდის გამოყოფა, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეების, კერძოდ, ტაივანის მხარდასაჭერად კი 4,8 მილიარდის გამოყოფა.