აშშ-ის სენატმა დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ისრაელისთვის ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას არ ითვალისწინებს
აშშ-ის სენატმა მთავრობის მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტი მიიღო, რომელიც ისრაელისთვის ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას არ ითვალისწინებს.
„სიენენის“ ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც მანამდე წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, სენატმა 87 ხმით 11-ის წინააღმდეგ მიიღო, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეგზავნა.
ორსაფეხურიანი გეგმა ითვალისწინებს დაფინანსების 19 იანვრამდე გაგრძელებას სხვადასხვა პრიორიტეტისთვის, მათ შორისაა სამხედრო მშენებლობა, ტრანსპორტი, საცხოვრებელი და ენერგეტიკის დეპარტამენტი. დანარჩენი სფეროები კი, რომელსაც გეგმის მეორე საფეხური მოიცავს, 2 თებერვლამდე დაფინანსდება.