აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა რუსეთისა და ჩინეთის თავდაცვის სექტორებთან დაკავშირებულ საწარმოებს სანქციები დაუწესა
აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა რუსეთისა და ჩინეთის თავდაცვის სექტორებთან დაკავშირებულ საწარმოებს სანქციები დაუწესა. „შავ სიაში“ 58 ჩინური და 45 რუსული კომპანიაა.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება კორპორაცი „როსტეხზე“ და მასში შემავალ „გაერთიანებულ ავიასამშენებლო კორპორაციაზე, კომპანიებზე „მიგზე“, „ტუპოლევზე“, „ობორონპრომზე“, ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურებზე.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ „შავ სიაში“ შემავალი რუსული კომპანიების ნაწილის წიააღმდეგ უკვე მოქმედებს აშშ-ის სანქციები. რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში ანატოლი ანტონოვმა აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ საექსპორტო შეღუდვებს დესტრუქციული უწოდა.