აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობას ტოვებს
აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კევინ მაკელინანი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, კევინ მაკელინანი თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს, რათა საკუთარი თავი ოჯახსა და კერძო სექტორს მიუძღვნას.
აღნიშნულ თანამდებობაზე კევინ მაკელინანმა ნახევარი წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მისი მთავარი მისია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის არსებულ საზღვარზე ვითარების დარეგულირება იყო.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, პოლიტიკოსი დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს. ის თეთრი სახლის მხრიდან პატივისცემით სარგებლობდა და მისი გადადგომის შესახებ განცხადება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საშინაო უსაფრთხოების ახალი ხელმძღვანელის ვინაობას მომდევნო კვირაში დაასახელებს.