აშშ-ის სასამართლომ კორპორაცია „გუგლი“ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში დამნაშავედ ცნო
აშშ-ის სასამართლომ კორპორაცია „გუგლი“ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში დამნაშავედ ცნო
როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, შესაბამისი დადგენილება კოლუმბიის ოლქის მოსამართლემ, ამიტ მუჰთამ გამოსცა.
მოსამართლის თქმით, „გუგლი“ ყოველწიურად მილიარდობით დოლარს უხდიდა სხვა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს, მათ შორის „სამსუნგსა“ და „ეფლს“, რათა მათ მოწყობილობებში „გუგლის“ საძიებო სისტემა წინასწარ ყოფილიყო დაყენებული. „გუგლის“ მიერ ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გადახდილი თანხა 26 მილიარდ დოლარს აღწევდა. მოსამართლის დადგენილებით, ეს ხელს უშლიდა კონკურენტებს, „გუგლისთვის“ მეტოქეობა გაეწიათ.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ეს ბოლო 26 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც კორპორაცია „გუგლი“ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში დამნაშავედ ცნეს.
„გუგლის“ წინააღმდეგ სარჩელი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოში 2020 წელს წარადგინა. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა კოლუმბიის ოლქის მოსამართლის გადაწყვეტილებას „ამერიკელი ხალხის ისტორიული გამარჯვება უწოდა“.
„არცერთი კომპანია, მიუხედავად მისი სიდიდისა და გავლენისა, კანონზე მაღლა არ დგას“ – განაცხადა გარლანდმა.