აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი „დემოკრატიული პარტიიდან“ ინიციატივით გამოდის, სტუდენტებს სტუდენტური სესხები ჩამოაწერონ
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატი „დემოკრატიული პარტიიდან“ ელიზაბეთ უორენი ინიციატივით გამოდის, რომ სტუდენტებს სტუდენტური სესხები ჩამოაწერონ.
უორენის ინიციატივა, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, 42 მილიონი ამერიკელისთვის 50 000 დოლარამდე არსებული სესხის განულებას გულისხმობს.
„დროა, გადავწყვიტოთ, ვაპირებთ, ვიყოთ ისეთი ქვეყანა, რომელიც მხოლოდ მდიდრებს ეხმარება, რომ უფრო გამდიდრდეს, თუ ვაპირებთ, ისეთი ქვეყანა გავხდეთ, რომელიც მომავალში დებს ინვესტიციას“,- განაცხადა უორენმა სიტყვით გამოსვლის დროს.