აშშ-ის სანაპიროს ქარიშხალი „იდა“ უახლოვდება
აშშ-ის სანაპიროს ქარიშხალი „იდა“ უახლოვდება

ქარიშხალი „იდა“ მეოთხე კატეგორიამდე გაძლიერდა და აშშ-ის სანაპიროს უახლოვდება. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 200 კილომეტრს აჭარბებს.

ქარიშხლის საშიშროების გამო, ათასობით ადამიანი სანაპირო ზოლს ტოვებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი წვიმის და მოქცევის გამო, ქარიშხალმა ლუიზიანას სანაპიროს შესაძლოა, დიდი ზარალი მიაყენოს.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ქარიშხალი ძალიან სახიფათო ხდება. ბაიდენი უკვე ესაუბრა რამდენი შტატის გუბერნატორს. ტეხასსა და ლუიზიანაში დამატებითი ჯგუფები გაგზავნეს.