აშშ-ის სამხრეთ შტატებში ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, კენტუკის შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სამხრეთ შტატებში ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან რვა ადამიანი არკანზასის შტატში, შვიდი – ტეხასში, ოთხი – კენტუკიში და ორი ოკლაჰომაში დაიღუპა.
სტიქიამ ასობით შენობა გაანადგურა. კენტუკის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამასთან, მეტეოროლოგიურ სამსახურს ძლიერი ჭექა-ქუხილის შესახებ მოსახლეობა გაფრთხილებული ჰყავდა ნიუ ჯერსის, ნიუ იორკის, პენსილვანიის, ჯორჯიისა და სამხრეთ კაროლინის შტატებშიც.