აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და დაზიანდა ათობით სახლი
აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და დაზიანდა ათობით სახლი

აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და დაზიანდა ათობით სახლი, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ეროვნულ მეტეოროლოგიურ სამსახურში განაცხადეს, რომ რამდენიმე ტორნადო კვირას შუადღისას ცენტრალურ ინდიანაში დაფიქსირდა.

„როიტერის“ ცნობით, ადგილობრივი მედიის კადრებში ჩანდა, რომ წაქცეულმა ხეებმა გადაკეტა გზები და დააზიანა სახლები. ოფიციალური პირების თქმით, ძლიერი სეტყვა დაფიქსირდა ინდიანასა და მიმდებარე შტატებშიც.

ინდიანას ცენტრალურ ნაწილში საგანგებო თავშესაფრები შეიქმნა მათთვის, ვისი სახლებიც დაზიანდა და განადგურდა.

როგორც მედია წერს, სტიქიის გამო აშშ-ის შუა-დასავლეთსა და სამხრეთ ნაწილში დაახლოებით ნახევარ მილიონ აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია.